საბანკო ზედამხედველობის სამსახური

მეჭიაური: რეზიდენციიდან დამოძღვრას სჯობს, აბაშიშვილი მოვიდეს და დაგველაპარაკოს

ზუსტად იმიტომ გავაკეთე ამის ინიცირება, რომ დღეს ეროვნული ბანკი პოლიტიზებულია. გადახედეთ ამ ყველაფერს - ოთხი, ხუთი ბანკი პირდაპირ სდებს ბრალს ბანკების გაკოტრებასა და წართმევაში. ფაქტი, რომ თვითონ მონაწილეობდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამდენი ბანკის გაკოტრებაში, იძლევა თუ არა მის მიმართ გარკვეული უნდობლობის ქონის უფლებას? აბაშიშვილმა მილიარდიანი რეზიდენციიდან აქეთ დამოძღვრას, სჯობს მოვიდეს და დაგველაპარაკოს, თუ რამე აინტერესებს. ქამრების შემოჭერაზე ლაპარაკობენ და ვითომ გაჭირვებული ცხოვრების წესით, რომ ბაძავენ ზოგიერთ პრეზიდენტს, ათონელზე ორი რეზიდენციაა მათთვის აშენებული, კეთილი ინებონ, ცოტა მათაც შემოიჭირონ ქამრები და გადავიდნენ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს გიორგი აბაშიშვილს უპასუხა. აბაშიშვილმა თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტს შესაძლოა ვეტო დაადოს.

კომენტარები