ნარკოდანაშაული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 შეკვრა ჰეროინი და ე.წ. ბიო ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 შეკვრა ჰეროინი და ე.წ. ბიო ამოიღო. სამართალდამცველებმა 1973 წელს დაბადებული ლევან ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, 0,125 გრ ე.წ. ბიო და მეტადონის აბის ნატეხი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

სამინისტროს განმარტებით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

 

კომენტარები