GWP-ის განცხადება

GWP: საგანგებო რეჟიმი გაგრძელდება მდგომარეობის სრულ სტაბილიზაციამდე

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სამდღიანმა კოკისპირულმა წვიმამ და არაგვის ადიდებით გამოწვეულმა ღვარცოფებმა პრობლემა შეუქმნა არაგვის ხეობაში მდებარე სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას.

"შექმნილმა მდგომარეობამ წყალმომარაგების ჩვეული რეჟიმების დარღვევა გამოიწვია. აღნიშნულის გამო, დღეს, დედაქალაქის ზოგიერთ უბანს წყალი შეფერხებებით მიეწოდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რაც გაგრძელდება მდგომარეობის სრულ სტაბილიზაციამდე და წყალმომარაგების ჩვეული რეჟიმების აღდგენამდე", - აცხადებს GWP.

კომენტარები