GWP-ის განცხადება

GWP: თბილისში ზოგიერთ უბანს პარასკევს წყლის მიწოდება შეეზღუდება

აბონენტების კუთვნილი დაზიანებული ქსელების შეკეთების მიზნით, წყლის მიწოდება თბილისში ზოგიერთ უბანს შეეზღუდება.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, აბონენტების განცხადებების საფუძველზე, აბონენტების კუთვნილი დაზიანებული ქსელების მათივე ხარჯით შეკეთების მიზნით, 11 ოქტომბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგებას შეწყვეტს - გ. დოლიძისა და გოგოლის ქუჩებზე. კლდიაშვილის ქუჩის ნაწილში, ცხრა ძმის, ყირიმისა და პიატიგორსკის ქუჩებზე. ასევე საბურთალოს რაიონში ბახტრიონის ქ. №35-სა და №37-ში. 11:00-დან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება ასევე ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს - III მ/რ-ის ასახვევამდე. გამრეკელის, გურიელისა და დელისის ქუჩებს; ვაჟა-ფშაველას I-II კვარტლებს.

"კომპანია თხოვნით მიმართავს მომხმარებლებს, გაგებით შეხვდნენ ამ პროცესს. თავის მხრივ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტი და ტექნიკური სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს", -  აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები