სამართლიანობის აღდგენა

ივანიშვილი: სამართლიანობის სრულფასოვანი აღდგენა ალბათ, ვერ მოხდება

ძალიან გაჭიანურდა, საზოგადოებაც გადაიღალა მემგონი, ისე გაჭიანურდა. მე საქმის კურსში ვარ, დასაწყისში მეც ვაქტიურობდი პროცესების დალაგებაში. პროკურატურამ ბევრი იმუშავა, სასამართლოს მოუწევს კიდევ ბევრი საქმის გადასინჯვა. ძალიან სწრაფად დაუბრუნდება ბევრს, რაც მთავრობას გააჩნია, მანქანების სახით თუ სხვა მატერიალური ქონება. ბიუჯეტს აქვს წარმოდგენა, ეს როგორ უნდა მოხდეს. არ არის გამორიცხული, უფრო ძვირფასი ქონების, ობლიგაციების დონეზეც, რამდენიმე წლის განმავლობაში გაიწეროს გადახდა. სამართლიანობის სრულფასოვანი აღდგენა, ალბათ, ვერ მოხდება, მაგრამ მოხდება ძალიან დიდი ნაწილის. რაღაც გაუგებრობები დარჩება, ამას ვერ ავცდებით. უკმაყოფილოებიც ალბათ დარჩებიან.

ექსპრემიერი და საზოგადოება 2030-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სამართლიანობის აღდგენაზე.

კომენტარები