რეკლამა

კომპანია m2-მა ლონდონში უძრავი ქონების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

m2 უძრავი ქონება

დეველოპერულმა კომპანიამ - mუძრავი ქონება - ლონდონში, უესტმინსტერის სასახლეში, საქართველოს უძრავი ქონების შესახებ გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. mუძრავი ქონება ფორუმში მონაწილეობდა, როგორც საქართველოს უძრავ სექტორში ერთ-ერთი წამყვანი და წარმატებული კომპანია.

უძრავი ქონების შესახებ ფორუმს 100-მდე ქართველი და ბრიტანელი ბიზნესმენი ესწრებოდა, მათ შორის, ბრიტანული და საერთაშორისო უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიები, კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდები. დეველოპერულმა კომპანიამ - m2 უძრავი ქონება - ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს საინვესტიციო გარემო და უძრავი ქონების სექტორში არსებული საინვესტიციო პროექტები გააცნო.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში კომპანია m2-მა გამართა მიღება, სადაც განიხილეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

ფორუმი, საქართველოში უძრავი ქონებისა და სასტუმროების ბიზნესში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და უძრავი ქონების კომერციული საკონსულტაციო კომპანიის - Cushman & Wakefield | Veritas Brown - ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები