სააკაშვილი უკრაინაში

ფოფხაძე: სააკაშვილს ვულოცავ, მაგრამ ოდესელებს ვერ მივულოცავ

სააკაშვილს ვულოცავ, მაგრამ ოდესელებს ვერ მივულოცავ ამ დალოცვილ დანიშვნას. საერთოდ ძალიან თანავუგრძნობ უკრაინელ ხალხსა და უკრაინას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელების ბედი და ძალიან ვწუხვარ, რომ ხალხი, რომელიც უღელად ადგა ქართველ ხალხს და მოვიშორეთ ეს უღელი, ახლა ეს უღელი დაადგეს უკრაინელებს. უკრაინაში გაირკვევა პოლიტიკური სპექტრი, მალე გაირკვევა, თუ რა სჭირდება უკრაინას და, შესაბამისად, სააკაშვილიც ისეთ ნავსაყუდელს ნახავს, რასაც ის იმსახურებს.

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნაზე.

კომენტარები