შუალედური არჩევნები

ცესკო: სამეგრელოში არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს

ცესკო

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, სამეგრელოში, სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

მიქელაძის თქმით, 12 საათისთვის არსებული მონაცემებით, სენაკში ამომრჩეველთა აქტიურობამ 41 პროცენტს გადააჭარბა.

ცესკოში სააგიტაციო წესების დარღვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ორივე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულები არიან ქართული ოცნების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი საქართველოს კანდიდატები, ხოლო სენაკში ასევე რეგისტრირებულია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი. 

კომენტარები