კრიმინალი

ჩხოროწყუში ქმარმა ცოლი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი მოკლა. შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებმა ბრალდებული, 1979 წელს დაბადებული გია ს. უკვე დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - 1981 წელს დაბადებულ ირა ფ-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებს შსს. 

გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით) მიმდინარეობს.

კომენტარები