საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთში

რუსეთში არასასურველ საერთაშორისო ორგანიზაციებს საქმიანობა აეკრძალებათ

Reuters

რუსეთში არასასურველ საერთაშორისო ორგანიზაციებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობა აეკრძალებათ - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ახალი კანონის მიხედვით, გენერალურ პროკურორსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლება აქვთ, არასასურველად დაასახელონ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, საჯარო წესრიგს ან მოსახლეობის კეთილდღეობას. კანონი მსგავს ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შემთხვევაში 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება დასავლეთმა უკვე გააკრიტიკა. Amnesty International-ის წარმომადგენლის თქმით, ახალი კანონი ფუნდამენტურ თავისუფლებებს უქმნის საფრთხეს, ხოლო Human Rights Watch-მა ის შეაფასა, როგორც რეპრესიული კანონი.

 

კომენტარები