რიგის სამიტის დეკლარაცია

დეკლარაცია: საქართველოსა და უკრაინისგან VLAP-ის იმპლემენტაციის დასრულებას ველით

armenianow.com

რიგის სამიტის მონაწილეები უკრაინისა და საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მეორე ფაზის დასრულებას ელიან, - ამის შესახებ რიგის სამიტის დეკლარაციაში წერია.

სამიტის მონაწილეები მხარს უჭერენ კომისიის მზადყოფნას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა უკრაინისა და საქართველოს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესის დასრულებაში მხარდასაჭერად.

სამიტის მონაწილეები, თავის მხრივ, მიესალმებიან იმ პროგრესს, რაც საქართველოსა და უკრაინას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მხრივ აქვთ.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ იმპლემენტაციის პროცესის დასრულების შემდეგ, კომისია ევროპარლამენტსა და საბჭოს წარუდგენს ინიციატივას, რომ უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები სავიზო რეჟიმისგან გაათავისუფლონ.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სამიტის მონაწილეები მთავარ მიზნად მოქალაქეების უსაფრთხო და კარგად ორგანიზებულ გარემოში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას მიიჩნევენ.

კომენტარები