ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 მაისამდე გადაიდო. დღევანდელი პროცესის დაწყებამდე ბრალდებულებისა და ვაზაგაშვილის ახლობლებს შორის შელაპარაკება მოხდა. ინციდენტის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დროებით შეფერხდა.
სიტყვიერი შელაპარაკება ბუტა რობაქიძის მამას, სოსო რობაქიძესა და საქმეზე დაკავებულ, თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს შორის მოხდა. რასაც დარბაზში მყოფი ორივე მხარის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. აღნიშნულის შემდეგ სოსო რობაქიძეს მანდატურებმა სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის, კერძოდ, ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე 11 პირია დააკავებული, მათ შორის - სპეცრაზმელებიც. დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის, მისი ორგანიზებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მუხლებით წარუდგინეს.





