კრიზისი უკრაინაში

უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ ГРУ-ს ორი სპეცრაზმელი აიყვანეს

AFP

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის მახლობლად ორი რუსი სამხედრო ტყვედ ჩაიგდეს. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ცნობით, ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, ე. წ. ГРУ-ს თანამშრომლები არიან.

დაკითხვაზე, რომლის ვიდეოჩანაწერი ინტერნეტში გავრცელდა, დაჭრილი რუსი სამხედრო ვინაობას ასახელებს და ამბობს, რომ რუსეთის შეარაღებული ძალების სპეცდანიშნულების მესამე ბრიგადაში მსახურობს და უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო დავალებას ასრულებდა.

სეპარატისტების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ტყვედ ჩავარდნილი სამხედროები არა რუსეთის ГРУ-ს, არამედ ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მილიციის თანამშრომლები არიან.

კომენტარები