კრიმინალი

ქუთაისში ორმა ახალგაზრდამ ერთმანეთი დაჭრა

Getty Images

ქუთაისში ურთიერთშელაპარაკებისას ორმა ახალგაზრდამ ერთმანეთი დანით დაჭრა. შემთხვევა წუხელ თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილები ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ კი, ორივე მათგანი სახლში გაწერეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები