საქართველოს პარლამენტი

რატიანი: უმრავლესობა მხოლოდ სკამების გადასანაწილებლად მოდის პარლამენტში

ჩვენ არ გავიარეთ რეგისტრაცია და მივმართეთ პოლიტიკურ ბოიკოტს, რადგან საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს მთავრობა და ეს უმრავლესობა, ეს მმართველი გუნდი არის სრულიად უუნარო. ჩვენ დღეს ვიმყოფებით უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, დღეს მთავრობაც და პარლამენტიც 24-საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდეს. ამის მაგივრად, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ დროდადრო, როდესაც საქმე ეხება სკამების გადანაწილებას, მხოლოდ მაშინ მოდიან ხოლმე პარლამენტში.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა კვორუმის არარასებობის გამო პლენარული სხდომის კიდევ ერთხელ ჩაშლაზე.

კომენტარები