ვაკო ყაზაიშვილი

ყაზაიშვილმა ჰოლანდიის ჩემპიონატში მე-9 გოლი გაიტანა

goal.com

საქართველოს ნაკრებისა და ვიტესის ნახევარმცველმა, ვალერი ყაზაიშვილმა ჰოლანდიის შემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა.

ამჯერად, ყაზაიშვილისა და კაშიას გუნდი სტუმრად, ფეიენორდს ეწვია და 4:1 გაანადგურა.

შეხვედრაში პირველი გოლი, სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა. მატჩის მე-12 წუთზე, ყაზაიშვილმა ბურთი საჯარიმოს გარეთ მიიღო, მიზანი გაისწორა და მეკარეს, რომელიც კარიდან ოდნავ წინ იყო გამოსული, შანსი არ დაუტოვა. ეს ნახევარმცველის უკვე მე-9 გოლია ჰოლანდიის ერედივიზიონში.

რაც შეეხება გურამ კაშიას, მისთვის ეს შეხვედრა სხვა რამით იყო მნიშვნელოვანი - ქართვლმა მცველმა ვიტესის შემადგენლობაში 150-ე მატჩში მიიღო მონაწილეობა. კაშიამ მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

კომენტარები