ვაკო ყაზაიშვილი

ვაკო ყაზაიშვილმა ვიტესს ტვენტესთან მოაგებინა

gelderlander.nl

არნემის ვიტესმა ჰოლანდიური ერედივიზიეს მატჩში ვაკო ყაზაიშვილის გოლით, სტუმრად დაამარცხა ტვენტე.

ანგარიში სტუმრებმა ლაბიადის გოლის წყალობით მე-17 წუთზე გახსნეს და წინ 82-ე წუთამდე იყვნენ. ტვენტემ საბოლოოდ გათანაბრება შეხვედრის მიწურულს მოახერხა, თავი კორონამ გამოიჩინა. უკვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ყაზაიშვილმა იბარას გადაცემით ისარგებლა და მეკარეს დაბალ კუთხეში გაუტანა.

ამრიგად, ვიტესმა ბოლო ხუთი მატჩიდან ხუთივეს მოგება შეძლო და ახლა მე-7 პოზიციაზეა, რაც ევროპა ლიგის პლეი ოფში თამაშის უფლებას იძლევა. შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის გუნდის მიზანი, წელს ევროპა ლიგაზე გასვლაა.

კომენტარები