სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის გემებს თავდასხმით ემუქრება

reuters.com

იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის გემებს დასავლეთ სანაპიროს სადავო წყლებში დააფიქსირებს, მათ ცეცხლს გაუფრთხილებლად გაუხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA ავრცელებს.

სამხრეთ კორეის კუთვნილი გემების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი აგრესიული ქმედების შემთხვევაში, სამხრეთ კორეა ჩრდილოეთს საპასუხო აგრესიით ემუქრება.

ჩვენ მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ პროვოკაციული საუბარი და ქმედებები, რომლებიც ქმნიან სამხედრო დაძაბულობას. თუ თქვენი მხარე ჩვენს გაფრთხილებას უგულებელყოფს, ჩვენ მკაცრად გაგცემთ პასუხს, - განაცხადა კიმ მინ-სეოკმა, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

კომენტარები