ოკუპირებული ტერიტორიები

ციხელაშვილი: ვგმობთ ე.წ.გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას

epn.ge

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დღეს დაგეგმილ საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილემ დაგმო გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც გარკვეულ თარიღებთან დაკავშირებით კეტავენ ე.წ. გამშვებ პუნქტებს. ისედაც შეზღუდულია გადაადგილების თავისუფლება და ცხადია, ეს არის დამატებითი და ყოვლად მიუღებელი შეზღუდვა. ჩვენ ვგმობთ ასეთ ქმედებებს და მიგვაჩნია, რომ არის სრულიად მიუღებელი“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაწესებული შეზღუდვა 10 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. შეზღუდვა მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო დაწესდა. საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მიზეზად უსაფრთხოება და ამ მიზნით ზომების გამკაცრება სახელდება. 

კომენტარები