რესპუბლიკური პარტია

პატარაია: რესპუბლიკელებმა ყველაზე უკეთესად შეძლეს რუსეთის სამსახურის შენიღბვა

საქართველოში დღემდე მოქმედებს პრორუსული პოლიტიკა. ეს ხელისუფლება არის პრორუსული და ამ თვალსაზრისით, საკმაოდ ნაყოფიერია პაატა ზაქარეიშვილის საქმიანობა. მისი განცხადებები არის არის რუსული პოლიტიკა, ეს არის ის, რისკენაც უნდა წაიყვანოს საქართველო რუსეთმა ანუ იურიდიული დაკანონებისკენ იმისა, რასაც მან ფაქტობრივად მიაღწია... კაპიტულანტთა რაღაც წრე და ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებაში არსებობს, მე არ ვიცი, რამდენად დიდი კონკრეტულად აფხაზეთის საკითხში... ახლა კიდევ უფრო დიდი შევსება მიიღო რესპუბლიკური პარტიის ორი პორტფელის [გიგლა აგულაშვილი და თინა ხიდაშელი] სახით. მათ [რესპუბლიკელებმა] ყველაზე უკეთესად შეძლეს რუსეთის სამსახურის შენიღბვა, და ამიტომ ისინი დიდი ხანია ტივტივებენ. ბიძინა ივანიშვილს [რესპუბლიკელების სახით] დასავლური ფასადი სჭირდებოდა ქართული საზოგადოებისათვის... ამ 2%-იანმა პარტიამ ძალაუფლებისთვის სამშობლო დიდი ხანია გაყიდა და არა მგონია, ისინი შეიცვალონ.

განაცხადა მოძრაობა დაბრუნების თავმჯდომარემ მალხაზ პატარაიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები