სამთავრობო ცვლილებები

უსუფაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე: მეტი ფიქრი არასდროს არ არის ცუდი

Jamestown.org

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "მეტი ფიქრი არასდროს არ არის ცუდი და მავნე". უსუფაშვილი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო. მისი თქმით, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაბალანსებული გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში უნდა მიიღოს.

"როგორც ჩანს, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ასეთ ექსპრომტ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება მეტი დრო, რომ ჩამოვყალიბეთ, ვენდობით თუ არა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. ეს მისი აზრია, მისი შეხედულებაა. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული შეხედულება და ვთვლიდეთ, რომ დღესვე შეგვეძლო ამ საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ პატივი ვცეთ კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებამოსილებებს. მან გადაწყვიტა, რომ ჩვენ მეტი დრო მოგვცეს დასაფიქრებლად. მეტი ფიქრი არასდროს არ არის ცუდი და მავნე, კი ბატონო", - განაცხადა უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თავდაცვის, გარემოს დაცვის, სპორტის მინისტრობის კანდიდატებად თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა.

კომენტარები