ვაკეში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

რესპუბლიკური: ხუბულურს ტყვია კიდურების არეში აქვს მოხვედრილი

pfid.net

ვაკეში დაჭრილ თენგიზ ხუბულურის შვილს, თემურ ხუბულურს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დრომდე ოპერაცია უტარდება. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ტაბულასთან საუბარში თქვა, თემურ ხუბულურს ტყვია კიდურების არეში აქვს მოხვედრილი და მას ძვლის აღდგენითი ოპერაცია უტარდება. მისივე თქმით ოპერაცია კიდევ რამდენიმე საათის მანიძლზე გაგარძელდება. ამ დროისთვის თემურ ხუბულურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

კომენტარები