ლარის გაუფასურება

ლარი კიდევ გაუფასურდა - ერთი აშშ დოლარი 2.30 ღირს

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი გაცვლითი კურსი დადგინდა, ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.3 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.308 ლარი ეღირება. ბოლოს ეროვნული ვალუტა ასეთი გაუფასურებული 1999 წლის მარტში იყო. 

ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 4.7 თეთრით გაუფასურდა, რის გამოც ხვალ ერთი ევრო 2.52 ლარი ეღირება. 

საქართველოში არსებული სავალუტო შოკი ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემოდინების შემცირებას უკავშირდება. უცხოური ვალუტის შემომავალი ნაკადების შემცირება კი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე უარყოფითად აისახება. 

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. 

კომენტარები