ტერორიზმი

იტალიაში ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს

AP

იტალია ალ-ყაიდასთან კავშირში მყოფი ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის პოლიცია ავრცელებს.

პოლიციამ რეიდები ქვეყნის შვიდ პროვინციაში მოაწყო, მათ შორის სარდინიაზე, სადაც ტერორისტთა სავარაუდო შტაბბინა მოიაზრებოდა.

პოლიციის წარმომადგენლის, პაოლო მელონის თქმით, რამდენიმე ეჭვმიტანილი ალ-ყაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ტექნიკურ უზრუნველყოფაში იღებდა მონაწილეობას.

მელონიმ ასევე დაამატა, რომ ზოგიერთი ძებნილი პირი მიგრანტთა ტრეფიკინგშია ეჭვმიტანილი.

სპეცოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები