ვეტერანები

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000-ლარიან დახმარებას მიიღებენ

პრემიერმინისტრის ინიციატივით, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 1800 ვეტერანი ერთჯერადად 1000-ლარიან დახმარებას, ხოლო მარჩენალდაკარგული 500 ოჯახი - 500-ლარიან დახმარებას მიიღებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის განმარტებით, წინა ხელისუფლების პერიოდში, 9 მაისის თარიღთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე 200-ლარიანი დახმარებები გაიცემოდა, ახალმა ხელისუფლებამ კი, ეს თანხა 400 ლარამდე გაზარდა.

„საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 1000-ლარიანი დახმარებების გაცემა არის ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულების გამოხატულება, თუ რამდენად ვაფასებთ ვეტერანთა წვლილს ამ დიდ გამარჯვებაში. ვიმედოვნებთ, ამ თანხით მათ მიეცემათ საშუალება ღირსეულად შეხვდნენ 9 მაისის თარიღს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები