პოლონეთი

პოლონეთი საჰაერო თავდაცვის ამერიკულ სისტემებს შეისყიდის

wikipedia.org

პოლონეთი მოლაპარაკებებს იწყებს შეერთებულ შტატებთან PATRIOT-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის თაობაზე. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. ბრონისლავ კომოროვსკის თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამო უსაფრთხოების გარემოს გაუარესებამ განაპირობა. გარიგების მოცულობა 5 მილიარდ ევროს აღემატება. 2025 წლამდე პოლონეთმა PATRIOT-ის რვა ბატარეა უნდა მიიღოს, აქედან ორი - პირველი სამი წლის განმავლობაში.

პოლონეთი ასევე სამ-ნახევარ მილიარდ დოლარად ევროპული წარმოების 50 სამხედრო ვერტმფრენს შეისყიდის, რომლებიც ქვეყნის შეიარაღებაში არსებულ საბჭოთა ტექნიკას ჩაანაცვლებს. უკრაინის კრიზისის გამო პოლონეთმა საკუთარი სამხედრო ხარჯების 20%-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

"მთავრობამ გადაწყვიტა, დაიწყოს მოლაპარაკება შეერთებულ შტატებთან საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის თაობაზე. ვიცეპრემიერი და თავდაცვის მინისტრი ამერიკაში მაისში გაემგზავრებიან, სადაც მოლაპარაკებები დაიწყება. რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ სხვა მსხვილ კონტრაქტებსაც გავაფორმებთ, პოლონეთის არმიის მოდერნიზაციის მიზნით", - განაცხადა კომოროვსკიმ.

კომენტარები