საქართველო-უკრაინა

უსუფაშვილი: ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა არის ურყევი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დასრულდა. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. უსუფაშვილის თქმით, ვიზიტისას ქართველი პარლამენტარები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა არის ურყევი. 

"ჩვენი მთავარი ამოცანა იყო კიდევ ერთხელ, ჩვენს კოლეგებთან, პარლამენტის წევრებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გვესაუბრა იმ ვითარებაზე, რაც შექმნილია უკრაინაში, რაც შექმნილია რეგიონში, საქართველოში. ვიზიტისას ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა არის ურყევი და ქართველი და უკრაინელი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარები, მთავრობები ვალდებული ვართ რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს ერთმანეთთან და გავუწოდოთ დახმარების ხელი. უკრაინელებისგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან, პრემიერმინისტრისგან მივიღეთ ძალიან ბევრი სამადლობელი სიტყვა იმისთვის, რაც კეთდება, რაც გაკეთდა უკვე საქართველოს მხრიდან და შევთანხმდით იმაზე, რომ ეს გაგრძელდება", - განაცხადა უსუფაშვილმა. 

 

კომენტარები