პრეზიდენტის რეზიდენცია

მარგველაშვილი: მე ვიცავ ჩემს ღირსებას და ვიცავ საპრეზიდენტო ინსტიტუტის ღირსებას

სამწუხაროდ, ბატონი ბიძინასთვის მიუღებელია ის, რომ მე თვითონ ვწყვეტ ჩემს პოზიციას და ჩემს დამოუკიდებელ საქმიანობას. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში არც საქართველოს არ სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც დაემორჩილება და მითითებისამებრ დატოვებს ერთ შენობას, გადავა მეორე შენობაში...ეს საკითხი ასევე უკავშირდება ნებისმიერ მოქალაქეს. მე, როგორც მოქალაქეს, არა მგონია, რომ უნდა დავთმო ჩემი ღირსება და ვიმოქმედო აი ასე, მითითებისამებრ, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, ვალდებული ვარ, ეს არ გავაკეთო და დავიცვა როგორც ინსტიტუტის ღირსება, ასევე ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალი არჩევანი. შესაბამისად, ამ პოლიტიკურ საკითხში ინტერესი პრაქტიკულად არავის გააჩნია. სამწუხაროდ, ეს არის ჩემი და ბიძინას პიროვნული დაპირისპირება. ბუნებრივია, ამ საკითხში, მე როგორც გიორგი მარგველაშვილი და რიგითი მოქალაქე, ვიცავ ჩემს ღირსებას, როგორც პრეზიდენტი კი, ვალდებულებას ვასრულებ და ვიცავ საპრეზიდენტო ინსტიტუტის ღირსებას. რითიც, ფაქტობრივად, ჩემი აზრით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის და მათ შორის, ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალ არჩევანს ვიცავ.

თქვა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებულ განცხადებებზე.

კომენტარები