გაზპრომი

ევროკომისიამ შესაძლოა გაზპრომი მონოპოლიური მდგომარეობისთვის დააჯარიმოს

ევროკავშირი ხვალ გაზპრომის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში ოფიციალურად დადანაშაულებას აპირებს. ამის შესახებ სააგენტო France-Presse საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გაზპრომის საქმეს ევროკომისია 2012 წლიდან სწავლობს. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მონოპოლიური მდგომარეობისთვის შესაძლოა გაზპრომს ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული მოგების 10 პროცენტის ოდენობის ჯარიმა დაეკისროს, რაც დაახლოებით 9 მილიარდ ევროს შეადგენს. ევროკომისიის წარმომადგენლები ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარს აცხადებენ. 

კომენტარები