დიდი შვიდეული

G7-ს მინისტერიალი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა

G7 - დიდი შვიდიანის ქვეყნების დროშები
coslychacwbiznesie.pl

გერმანიის ქალაქ ლუბეკში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მემარცხენე აქტივისტების და ანტიგლობალისტების მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. დემონსტრანტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 11 დემონსტრანტი დააკავა.

სამიტის დაწყებამდე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. ქალაქში 3500-ზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული.

შვიდეულის მინისტერიალზე უკრაინის კრიზისი, ასევე ირანის ბირთვული პროგრამა და იემენში შექმნილი ვითარება განიხილეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, რუსეთმა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების კლუბში დასაბრუნებლად უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას ხელი უნდა შეუწყოს.

კომენტარები