ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: დეპუტატები აღდგომის მოსალოცად მოვიდნენ, კარგი წიგნიც მაჩუქეს

ტაბულა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი უარყოფს, რომ სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებს სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანის გადაყენების საკითხზე შეხვდა. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეპუტატები მისი მეგობრები არიან და ბიზნესცენტრში დამდეგი აღდგომის მისალოცად მივიდნენ. ამასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ კომიტეტის წევრების პოზიცია ყიფიანთან დაკავშირებით მისთვის ცნობილია, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მის კომპეტენციას სცდება. 

"ისინი ჩემთან იმყოფებოდნენ. კარგი წიგნი მაჩუქეს ოლიმპიელებზე. ნაცვლიშვილს გამოუცია, ხუთტომეული მომიტანეს... ჩემი მეგობრები არიან და მოვიდნენ, რომ აღდგომა მოელოცათ. ზუსტად 5 წუთი იყვნენ, სახლშიც შევიყვანე.. ვერ ნახეთ, რომ გამოვიდნენ? ჩემთან რატომ უნდა ესაუბრათ ყიფიანზე? მე მათი პრეტენზიები ვიცი ყიფიანთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს ამ თემაზე არ გვქონია საუბარი. საერთოდ ვიცი... თვითონ უნდა გაერკვნენ, მე არ უნდა ვიფიქრო ამაზე, მე ჩემი საქმე მაქვს. თვითონ გაერკვევიან ალბათ... ამაზე შეწუხდით ამდენი ხალხი?", - განაცხადა ივანიშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში იმყოფებოდნენ დეპუტატები შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე და ვალერი გელაშვილი. 

კომენტარები