7 ნოემბრის საქმე

7 ნოემბრის საქმეზე ბურჯანაძე, ოქრუაშვილი და სუბარი დაიკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. დღესვე გაირკვა, რომ ამ საქმეზე დაიკითხებიან სოზარ სუბარი, ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი.

ამავე საქმეზე სასამართლოში ვერ გაიმართა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას პროცესი, რადგან, მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილის განცხადებით, უგულავას სასამართლო ცალკე გაიმართება და მას ბადრი შონია წარუძღვება. შონია ახლა შვებულებაში იმყოფება. პროცესი 17 აპრილსაა ჩანიშნული. აღსანიშნავია, რომ დღეს დაცვის მხარე ელოდა მოსამართლის გადაწყვეტილებას უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით.

კომენტარები