ამ თემებით სპეკულაცია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, არის ისეთივე უზნეობა, როგორც ისინი მოექცნენ 2008 წლის ომში მონაწილე ჯარისკაცებს. ვინ გვასწავლის გმირების პატივისცემას, ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც დააპატიმრა ჩვენი გმირი მფრინავები, რომლებიც ებრძოდნენ რუს თავდამსხმელებს? იმ მფრინავებზე ვლაპარაკობ მე, რომლებიც ომის შემდგომ დღეებში დააპატიმრეს და ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს. ეს ის პოლიტიკური ძალა გველაპარაკება გმირების პატივისცემაზე, რომლებმაც ჯარისკაცები მიატოვეს და მერე გაასამართლეს ძალიან დიდი ნაწილი. იმ ადამიანებს, მე მახსოვს, სესიაშვილი და რამდენიმე უფლებადამცველი ვიცავდით.