რუსეთი

TIMES: კრემლი დასავლეთს ატომური იარაღით ემუქრება

Getty Images

ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნების მცდელობის შემთხვევაში რუსეთი ატომური ომით იმუქრება, ამის შესახებ გამოცემა ტაიმსი წერს. გამოცემის ინფორმაციით, მარტის შუა რიცხვებში გერმანიის ქალაქ ტორგაუში რუსი და ამერიკელი დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნების შეხვედრა შედგა, რომელზეც რუსულმა დელეგაციამ მოსკოვის მოთხოვნები გაახმოვანა. შეხვედრის წინ მათ ინსტრუქტაჟი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩაუტარა. კერძოდ, გამოცემის ცნობით, რუსმა მზვერავებმა სამი ძირითადი პუნქტი გაახმოვანეს - ის, რომ ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნების მცდელობისას რუსეთი მზად იქნება, ატომური იარაღი გამოიყენოს.

"კრემლი ასევე ვერ მოითმენს NATO-ს ძალების განლაგებას ბალტიის ქვეყნებში, ასევე, NATO-ს ნებისმიერ მცდელობას, უკრაინას სამხედო დახმარება გაუწიოს, რუსეთის მხრიდან ძალისმიერი პასუხი მოჰყვება", - წერს ტაიმსი და აღნიშნავს, რომ დასავლური სპეცსამსახურები ბალტიის ქვეყნებში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის აქციების დაწყებას ელოდებიან.

"რუსეთი ასეთი დაუფარავი მკაფიო მუქარით აქამდე არასდროს გამოსულა, დღეს ნათელი ხდება, რომ რუსეთი ვერ ხედავს დიდ სხვაობას უკრაინასა და ბალტიის ქვეყნებს შორის", - დასძენს გამოცემა და დასავლელ ლიდერებს პუტინის მიმართ უფრო მტკიცე პოზიციისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები