ტუნისის დედაქალაქის მოსახლეობამ ტერორიზმის წინააღმდეგ აქცია გამართა. ქუჩაში შეკრებილი ათასობით ადამიანი ბარდოს მუზეუმში მომხდარ ტერორისტულ აქტს აპროტესტებდა. აქციას პოლიტიკური პირებიც ესწრებოდნენ.
"ჩვენ აქ მოვედით, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და ერთად ვებრძოლოთ საფრთხეს, რომელიც ემუქრება ჩვენს საზოგადოებასა და სტაბილურ მდგომარეობას. საბედნიეროდ, დღეს ამ აქციამ ყველა ტუნისელი გააერთიანა. ჩვენ შეგვიძლია, დავამარცხოთ ტერორიზმი, რომელიც ემუქრება ტუნისსა და ყველა მეზობელ ქვეყანას", - განაცხადა ტუნისის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რაფიკ აბდესალემმა, რომელიც მსვლელობაში მონაწილეობას იღებდა.
აღსანიშნავია, რომ მსვლელობაში ტუნისის პრეზიდენტ ბეჯი საიდ ესებსისთან ერთად მონაწილეობას მსოფლიო ლიდერები, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი და იტალიის პრემიერმინისტრი, მატეო რენცი, იღებდნენ.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით "ჩვენ არ გვეშინია", "მე ვარ ბარდო" და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული პირების მუზეუმზე თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა აიღეს.





