საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის მთავარი პრობლემა ლარის გაუფასურებაა. ამასთან, კვლევაში მონაწილეთა 45% ფიქრობს, რომ ეკონომიკის მთავარი პრობლემა გადასახადების მაღალი მაჩვენებელია.
კითხვაზე, "როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ორი თვის განმავლობაში", რესპონდენტთა 50% პასუხობს, რომ "გაუარესდა", 45%-სთვის იგივე დარჩა, ხოლო გამოკითხულთა 4%-სთვის "შედარებით გაუმჯობესდა".