ენერგეტიკა

2014 წლის ბოლო კვარტალში ენერგეტიკის სფერო 6%-ით შემცირდა

PowerAfrica

საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის ბოლო კვარტალში ენერგეტიკაში მინუს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად კი, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილების სფერო 2013 წლის მეოთხე კვატრალთან შედარებით 6%-ით არის შემცირებული. 2013 წლის მეოთხე კვარტალში ენერგეტიკაში სულ 219 მილიონი ლარი გენერირდა, ხოლო 2014 წელს 6%-ით შემცირდა და 195 მილიონი ლარი შეადგინა.

2014 წელს ენერგეტიკის სფეროში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 60%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სფეროს საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველობა შემცირებულია. 

უარყოფითი მინუს 6.9%-იანი ეკონომიკური ზრდა გასულ წელს დამამუშავებელ მრეწველობაშიც დაფიქსირდა. ასევე, ეკონომიკური ზრდის ტემპები შემცირებულია სოფლის მეურნეობის, ავტომობილებით ვაჭრობის, რესტორნების, სასტუმროებისა და ტრანსპორტის სფეროშიც. ტრანსპორტის სფეროში გასული წლის ბოლო კვარტალში ეკონომიკური ზრდის ტემპი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35-ჯერ არის შემცირებული და მხოლოდ 0.4%-ს შეადგენს, რაც საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობაზეც აისახა.

კომენტარები