საქართველოს ნაკრები

ცხადაძემ ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა

მალტის წინააღმდეგ ამხანაგური, ხოლო გერმანიასთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის დასახელებული გაფართოებული შემადგენლობიდან, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე ფეხბურთელის გამოძახებაზე ამ ეტაპზე უარი თქვა. კახა ცხადაძემ 19 ლეგიონერი შეარჩია, რომლებსაც საქართველოს ჩემპიონატიდან კიდევ ოთხი მოთამაშე დაემატება. თუ კონკრეტულად ვინ, სფფ-ს ცნობით, ამას სპეციალისტი 22 მარტს, ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის შემდეგ გადაწყვეტს.

ცხადაძის სიაში აღარ არიან ლაშა სალუქვაძე, გიორგი ფოფხაძე, ბუბა დაუშვილი, გიორგი მერებაშვილი, ოთარ მარცვალაძე და მათე ვაწაძე.

ამ დროისთვის 19-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი („ტოსნო“, რუსეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი („ინტერი“, აზერბაიჯანი), საბა კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), ლაშა დვალი („ქასიმფაშა“, თურქეთი), გიორგი ნავალოვსკი („ტოსნო“, რუსეთი)

ნახევარმცველები: კახა მახარაძე („ფახთაქორი“, უზბეკეთი), ჯაბა კანკავა („დნიპრო“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა)

თავდამსხმელები: გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი), ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი)

კახა ცხადაძის პრესკონფერენცია და ნაკრების ვარჯიში 24 მარტს გაიმართება.

კომენტარები