ლარის გაუფასურება

ლარი კვლავ გაუფასურდა - ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.20 ეღირება

კოლაჟი / ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.66 თეთრით გაუფასურდა. ხვალ, 20 მარტს ერთი დოლარის ღირებულება 2.20 ლარი იქნება. ლარი დღეს ევროსთან 0.87 თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი ევრო 2.34 ლარი ეღირება. ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია 13 მარტს დაიწყო, როდესაც ლარის კურსი 0.57 თეთრით გამყარდა, თუმცა ეს გამყარება დიდხანს არ გაგრძელებულა და ლარის გაცვლითმა კურსმა კვლავ გაუფასურება დაიწყო. 

თებერვალში ექსპორტის მოცულობა 23%-ით, ხოლო ფულადი გზავნილების მოცულობა 21%-ით შემცირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვალში სავალუტო შემოდინებები შემცირებული იყო, რასაც ეროვნული ვალუტის სიმყარეზე უარყოფითი ეფექტი აქვს.

კომენტარები