ოკუპირებული ტერიტორიები

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერმინისტრი ბესლან ბუთბა გადადგა

tass.ru/

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერმინისტრი ბესლან ბუთბა თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ITAR-TASS ავრცელებს.

ბესლან ბუთბას განცხადებით, ის ამ პოსტზე მუშაობის აზრს ვეღარ ხედავდა. 

"მე არ დამიწერია ფორმალური წერილი გადადგომასთან დაკავშირებით, მხოლოდ პრეზიდენტს შევატყობინე თანამდებობის დატოვების შესახებ", - განაცხადა ბუთბამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ ბუთბას თხოვნა უკვე დააკმაყოფილა.

ბესლან ბუთბა დე ფაქტო პრემიერის პოსტს 2014 წლის სექტემბრიდან იკავებდა.

კომენტარები