21 მარტის აქცია

ენმ-ს ლიდერების სახლებთან მომხდარ ინციდენტებზე შსს-ს ახალი ინფორმაცია არ აქვს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიასა და ტელეკომპანია ტაბულას გენერალური დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის სახლთან, ასევე ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის სახლთან მომხდარ ინციდენტზე შსს-ს ახალი ინფორმაცია არ აქვს. მათი თქმით, გამოძიება აქციაში მონაწილე პირების დადგენაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

''ამ ფაქტებთან დაკავშირებით ამ დრომდე ახალი არაფერი არ არის, აქციაში მონაწილე პირების დასადგენად ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება'', - განაცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თავისუფალი თაობის აქტივისტებმა ნაციონალური მოძრაობის მიერ 21 მარტს დაგეგმილი აქცია გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის საცხოვრებელ საახლთან გააპროტესტეს. თავისუფალი თაობის წევრებმა კორპუსის კედლებზე შეურაცხმყოფელი სიტყვებიც დაწერეს. აქციის წევრებმა ანალოგიური აქცია რამდენიმე დღის წინ  გივი თარგამაძის სახლთანაც გამართეს და შეურაცხმყოფელი სიტყვები მისი საცხოვრებელი კორპუსის კედლებზეც დაწერეს.

ზემოხსენებულ ინციდენტებზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. 

კომენტარები