კეზერაშვილის საქმე

ადვოკატი: კეზერაშვილს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდება დაუმატეს

პროკურატურის დატოვების შემდეგ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება დაუმძიმდა.

"დავით კეზერაშვილის ბრალდების შესახებ დადგენილებაში არაფერი ახალი მტკიცებულებითი ბაზა არ არის, არავითარი ახალი მასალა არ არის, უბრალოდ 8 თვის წინ წარდგენილი ბრალდება გადააფასეს და თუ ადრე მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გადამეტებას ედავებოდნენ, ახლა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებაც დაუმატეს", - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დილის 10 საათზე, დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას უპირებენ ბრალდება დაუმძიმონ, იმ საქმეზე, რომელზეც 8 თვის წინ უკვე მას ბრალდება შეფარდებული ჰქონდა, იმიტომ, რომ 9 თვიანი ვადის გასვლამდე, ანუ აპრილის დასაწყისამდე, უგულავა არ გათავისუფლდეს.

საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.

კომენტარები