ალექსეი ნავალნის საქმე

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყება ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას მოითხოვს

AP

რუსული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ალექსეი ნავალნის დაპატიმრება ემუქრება. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა სასამართლოს პოლიტიკოსისთვის მისჯილი პირობითი სასჯელის თავისუფლების რეალური აღკვეთით შეცვლის მოთხოვნით მიმართა.

ნავალნის სასჯელი ე. წ.კიროვლესისა და ივ როშეს საქმეებზე შეეფარდა. ამავე საქმეზე ოპოზიციონერის ძმას სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. 15 თებერვალს ნავალნის ოპოზიციური პროკლამაციების დარიგებისთვის 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ადმინისტრაციული დარღვევა კი, შესაძლოა პირობითი სასჯელის პირობის დარღვევად შეფასდეს.

თავად ოპოზიციონერი ყველა ბრალდებას უარყოფს და მის წინააღმდეგ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

კომენტარები