საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.59 თეთრით გამყარდა. ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.1845 ლარი იქნება. ლარი დღეს ევროსთანაც გამყარდა. ხვალ ერთი ევრო 2.31 ლარი ეღირება.
დღეს პარლამენტში, საგანგებო სხდომაზე, საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით ეკონომიკური გუნდის მინისტრებისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო სხდომა ჩაიშალა.





