ლარის გაუფასურება

ლარის კურსი ისევ გაუფასურდა

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.58 თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.1908 ეღირება. 

გასული კვირის მანძილზე ლარის კურსი დოლართან მიმართებით უფასურდებოდა, ხოლო ევროსთან მიმართებით მყარდებოდა, თუმცა ეს ტენდენცია დღეს შეიცვალა და ლარი ევროსთან მიმართებით 1.55 თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი ევრო 2.32 ლარი ეღირება.

ამ დროისთვის პარლამენტში ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები და ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ესწრება. 

კომენტარები