ქართული კრიმინალური დაჯგუფება

მოსკოვში ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავეს

მიხა კლოტვიკი / Shutterstock

მოსკოვის პოლიციამ სამი ქართველი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან შეიარაღებულ კრიმინალური დაჯგუფების წევრობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ჩართულები იყვნენ ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების კლიენტების ძარცვაში. ისინი იარაღის მუქარით ადამიანებს ფულს ძალავდნენ და შემდეგ მანქანით, რომელსაც ყალბი სანომრე ნიშნები ჰქონდა, დანაშაულის ადგილს ტოვებდნენ.

33-დან 40 წლამდე ასაკის ეროვნებით ქართველები მოსკოვის წრიული საავტომობილო გზიდან 5 კილომეტრში დანაშაულის ჩადენის მცდელობის დროს დააკავეს.

მოსკოვის პოლიციას ეჭვი აქვს, რომ ქართველები შვიდ სხვა, მსგავს დანაშაულშიც მონაწილეობდნენ, რომლის შედეგადაც დაახლოებით 30 მილიონი რუბლია მოპარული.

დაკავებულებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, საბურღი მოწყობილობები და ნიღბები აღმოაჩნდათ.

კომენტარები