ქართული კრიმინალური დაჯგუფება

საბერძნეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს

Getty Images

საბერძნეთის პოლიცია 25 თებერვალს დაკავებული ათი ქართველის ვინაობას და ფოტოებს ასაჯაროებს.

დაკავებულებს ბრალად ქურდობა და ძარცვა ედებათ. დაკავებულ ქართველებს შორის ოთხი ქალია, ექვსი კი მამაკაცი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ქალები საბერძნეთში მომვლელებად მუშაობდნენ და დანაშაულებრივ ჯგუფებს სხვადასხვა ოჯახების ქონების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ. მძარცველები მდიდრულ სახლებს ძარცვავდნენ.

საბერძნეთის პოლიციამ დამნაშავეების დაკავება მას შემდეგ მოახერხა, რაც 9 ძარცვის გეგმა და სქემა ერთმანეთს ძალიან დაემთხვა.

კომენტარები