პოლიტიკა ცოცხალი სფეროა, რაღაცები აქტიურად იცვლება. მთავარია, ჩვენ ამ ცვლილებების პერიოდში ზუსტად ვიცოდეთ, რა გვინდა. თუ ჩვენ ზუსტად გვეცოდინება, რა გვინდა, ცალკეული პოზიციები და განაცხადები ისტორიული ჩარჩოდან ვერ ამოგვაგდებს. თუ ჩვენ გვინდა, რომ ქართული სახელმწიფო შედგეს, როგორც სახელმწიფო, ევროპული და NATO-ს არჩევანი არის ერთადერთი ქართული სახელმწიფოს განვითარებისა და დღეს, ხვალ თუ 3 წლის მერე იქნება, ამისკენ უნდა ვიაროთ. ვფიქრობ, ტრაგიკული არაფერი ხდება. ეს არის ყოველდღიური მუშაობის საგანი. გაისმა ხომ სკეპტიკური განცხადება? - ამ პროცესში გვყავს უფრო აქტიური მხარდამჭერები და მოკავშირეები. ვერ ვხედავ და არ მაქვს განცდა იმისა, რომ მთელი საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთელი ევროინტეგრაციის კომიტეტი, საელჩოები მთელი არსებით გადართულია და ამ მიმართულებით მუშაობენ. არ ჩანს ეს, არ იგრძნობა.
tbl.ge/wwj
დაკოპირდა
პარტია ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებაზე, რომ NATO ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს და ალიანსის წევრობის მსურველ ქვეყნებს უარი უნდა ეთქვას.
ამავე თემაზე
- ევროკომისიის გენერალური დირექტორი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა
- წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ ვიქნებით კვლავ ქართველები, კვლავ ქრისტიანები
- იან კელი: კობახიძეს შეცდომით ჰგონია, რომ EU-სკენ გზა ბუდაპეშტზე გადის
- ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის შესწორებებში ივანიშვილის სანქცირებაც ნახსენებია
- შარლ მიშელი რუსულ კანონზე: ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს