საქართველოს ეკონომიკა

გოცირიძე: მთავრობას დაპირებების 80% რომ შეესრულებინა, ეკონომიკა დაინგრეოდა

თეორემა/ტაბულა

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ექსპერტ რომან გოცირიძის შეფასებით, მთავრობას რომ წინასაარჩევნო დაპირებების 80% შეესრულებინა, ეკონომიკა დაინგრეოდა. ამის შესახებ რომან გოცირიძემ Palitra TV-ის გადაცემა რეზიუმეში განაცხადა. 

"პირველად, როგორც კი მთავრობამ ვერ შეასრულა რაღაც დაპირებები და ოპოზიციამ დაუწყო კიჟინი, მე დავიცავი მთავრობა. ოღონდ დავიცავი ცოტა სარკაზმულად. კიდევ კარგი, რომ მან ვერ შეასრულა თავისი დანაპირების 80% და შეასრულა მხოლოდ 20%. მტრისას, ეს 80% რომ შესრულებულიყო. დღეს ეკონომიკა დაინგრეოდა", - განაცხადა გოცირიძემ და აღნიშნა, რომ დაპირებები იყო პოპულისტური, რომელიც არ ემყარებოდა რეალურ ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

"პირველი - ტარიფებით დაიწყეს, რაც აბსოლუტურად არასწორი იყო. შეღავათიანი ტარიფის დაწესება მოხდა ინვესტიციის შემცირების ხარჯზე, საინვესტიციო კომპონენტი ამოიღეს და დღეს ენერგეტიკა ფაქტობრივად გაჩერებულია. ენერგეტიკაში გვაქვს ძალიან დიდი მინუსი. მეორე - რასაც ჰქვია ჯანდაცვის პროგრამები, თუკი ვინმეს ეკითხებიან სად იყო წარმატება ხელისუფლების მუშაობის, იმ წუთას იტყვიან - ჯანდაცვა. არგუმენტია, რომ ყველას უკეთებენ ოპერაციას. რატომ უნდა გაუკეთო ადამიანს, რომელსაც აქვს 20-30 ათასი დოლარი შემოსავალი, სახელმწიფოს ფინანსებით ოპერაცია?! დაიმახსოვრეთ, ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ბიუჯეტშია ჩადებული, 1 ან მაქსიმუმ 2 წლის შემდეგ იქნება სერიოზული დესტაბილიზაციის წყარო ჩვენი ფინანსური სისტემის, იმიტომ, რომ არასწორ პრინციპებზეა აგებული. დაიწყება რიგები საავადმყოფოებში, მერე დაიწყება თანხების შემცირება, მერე დავალიანებები, კორუფცია...", - განაცხადა გოცირიძემ. 

კომენტარები