ჯოკია ბოდოკიას დაკავება

ჯოკია ბოდოკიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის ჯოკია ბოდოკიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა პატიმრობას, დაცვის მხარე კი, გირაოს ითხოვს. ჯოკია ბოდოკია ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებას ჩვენებას არ აძლევს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. გამოიყენა დუმილის უფლება. მას ედავებიან ერთ-ერთი კომპანიისგან, იურიდიული პირისგან 50 ათასი აშშ დოლარის აღებას. დარიუსი ჰქვია სახელად, სხვა ჯერჯერობით არაფერი ვიცი ამ კომპანიის შესახებ. რა ქმედებასაც არ უნდა ჰქონოდა ადგილი ამ კერძო კომპანიასთან, ეს აბსოლუტურად არ არის კავშირში მასთან, როგორც მერიაში მომუშავე თანამდებობის პირთან", - აცხადებს ბოდოკიას ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი.

გამოძიება ბოდოკიას განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებას ედავება. საუბარია 180 ათას დოლარზე. გამოძიების ვერსიით, მან ერთ-ერთ კომპანიას გარკვეული შეღავათების უზრუნველყოფის პირობით, 180 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა, თანხის ნაწილი - 50 ათასი დოლარი კი წინასწარ გამოართვა.

კომენტარები